თავში

საქართველოში ტურიზმის გახსნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მოიწონა

საქართველოში ტურიზმის გახსნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მოიწონა
საქართველოში ტურიზმის გახსნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მოიწონა

"მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება ტურიზმის ინდუსტრიაში," - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ის, რომ საქართველო პირველი ქეყანაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც პირველი ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, ჩატარდება.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოსადმი მაღალი ნდობით, რომელიც განპირობებულია კოვიდთან წარმატებული ბრძოლით, ტურიზმის, კერძო სექტორის გამოწვრთნით კარანტინების პროექტის ფარგლებში, რომ მზადყოფნაა და უკვე არსებული გაიდლაინებია, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან.

ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველ უნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით. ეს დაეხმარება. ეს დაეხმარება ჩვენს კერძო სექტორს შემოსავლის მიღებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ამ ინდუსტრიაში, გააგრძელებენ მუშაობას და იმედს ვიქონიებთ, რომ ტურიზმი კიდევ მეტად გაზრდის დასაქმების არეალს ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდგომ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

საქართველოში ტურიზმის გახსნას BBC-ი სტატიას უძღვნის.

ცნობისთვის ზაფხულის სეზონზე სტუმრების მისაღებად აჭარის რეგიონი, ზღვის კურორტებიც, ემზადებიან. როგორც აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, ამბობს, წლევანდელ სეზონზე ზღვის ნაპირზე სოციალურ დისტანციას გააკონტროლებენ.

შეგახსენებთ, აჭარა,შესაძლოა, მწვანე ტურზონად გამოცხადდეს.

დღესვე საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო ტურიზმში ეკონომიკის მინისტრმა და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა დეტალურად განმარტეს.

როგორც გუშინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით კი, აჭარა დამატებით მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

აჭარაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, სასტუმროებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მოეთხოვებათ.

გუშინ ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული იმიჯით უნდა დაპოზიციონირდეს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვლის თქმით, ტურიზმის ყველა სეგმენტისთვის მთავრობა განსხვავებულ გაიდლაინებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, აჭარა მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს.

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში უპირველესად რეგიონის ტურისტებს ელოდება, თუმცა მთავრობა ევროპელი ტურისტების მოსაზიდადაც აქტიურად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

თურნავას პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. 

მთავრობა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის მთავრობებთან და ავიაკომპანიებთან რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც რეგულარულ ფრენებს აღადგენს და 2 კონკრეტული მიმართულების შესახებ მალე გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system