თავში

საქართველოში თურქული იმპორტის ხარჯი 10.4%-ით შემცირდა

საქართველოში თურქული იმპორტის ხარჯი 10.4%-ით შემცირდა
საქართველოში თურქული იმპორტის ხარჯი 10.4%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში თურქული იმპორტი 10.4%-ით შემცირდა. 

report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით, საქაღთველოში თურქეთის 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 7-ში კლება ფიქსირდება.

2020 წლის პირველ კვარტალში შემცირებულია დაფასოებული სამკურნალო საშუალებების, მზა ტანსაცმლისა და ტანსაცმლის თარგების, მეტალოკონსტრუქციებისა და სანიტარულ-ჰიგიენური საფენების მავთულებისა და ელექტროლკაბელების, მილების, მილაკებისა და შლანგების, ასევე სარეცხი და საწმენდი საშუალებების იმპორტი.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ სამ სასქონლო ნიშანთან.

2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, წელს პირველ ოთხ თვეში 22.3%-ით გაიზარდა თურქეთიდან საქართველოში შავი ლითონისგან დამზადებული მილების, მილაკებისა და ღრუ პროფილების იმპორტი, 15.5%-ით გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, ხოლო 113.3%-ითაა გაზრდილი ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილების იმპორტი.

ფულად გამოსახულებაში თურქეთიდან საქართველოში იმპორტი შემცირებულია. თუ 2019 წელს თურქეთიდან საქართველოში 452 957. 2 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ამავე დროის მონაკვეთში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირდა 406 027.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი.

ფულად გამოსახურებაში საქართველოდან თურქეთში ექსპორტი შემცირებულია. 2020 წლის ოთხ თვეში საქართველოდან თურქეთში ჯამში დაექსპორტდა 63 272.8 ათასი დოლარის საქონელი, მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში საქართველოდან თურქეთში გავიდა 78 128.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system