თავში

საქართველოში უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ჩამოდიან

საქართველოში უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ჩამოდიან
საქართველოში უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ჩამოდიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრებიან. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი პროექტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტურ-ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართონ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში დახმარება გაუწიოს კერძო სექტორს, ქართული კომპანიების წარმომადგენლებს ადმინისტრაცია კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილზე გაიცნონ და პირადი კონტაქტები დაამყარონ მსოფლიოში ცნობილ ტურ-ოპერატორებთან.

მასშტაბური პროექტის განხორციელებისას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლაპარაკება გამართა ავიაკომპანია „Turkish Airlines“-თან. შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია ახალი პროექტის მხარდამჭერია.

B2B პლათფორმის ფორმატში ღონისძიებას ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გამართულ პირველ მასშტაბურ ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო უმასპინძლებს.

30 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში აზიიდან და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვას.

ღონისძიების ფარგლებში 4 დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system