თავში

საქართველოში ვაშლის 30 ათასი ტონა სტანდარტული ნაყოფი მოიკრიფება

საქართველოში ვაშლის 30 ათასი ტონა სტანდარტული ნაყოფი მოიკრიფება
საქართველოში ვაშლის 30 ათასი ტონა სტანდარტული ნაყოფი მოიკრიფება

საქართველოში ვაშლის ნაყოფის კრეფის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. პროგნოზის მიხედვით ახალი, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღებიდან მიღებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსავალი, 30 ათას ტონას გაუტოლდება. 

რაც შეეხება არასტანდარტულ ვაშლის ნაყოფს, მისი რეალიზაციისათვის სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამა შეიმუშავა. 

საწარმო 1 კილოგრამ პროდუქტში 10 თეთრის სუბსიდიას, ფერმერი კი მინიმუმ 22 თეთრს მიიღებს. იმისათვის რომ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეიქმნას, შექმნილია საკოორდინაციო შტაბები, სადაც ჩაბარებული და ჩასაბარებელი პროდუქციის მონიტორინგი მიმდინარეობს.

პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა და სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system