თავში

საქართველოში ვენახის კადასტრი განახლდება

საქართველოში ვენახის კადასტრი განახლდება
საქართველოში ვენახის კადასტრი განახლდება

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს. ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, რთველი 2021 კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება, შესაბამისად, მევენახე ფერმერებისთვის სავალდებულოა: 1.  თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია; 2. განახლება ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.

"საკადასტრო რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ყვარელის, გურჯაანის, სიღნაღის, თელავის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე. რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია," - აცხადებენ სამინისტროში. 

საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამა, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 2014 წლიდან მიმდინარეობს, მიმდინარე წელს დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system