თავში

საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა

საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა
საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა

საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზეთი და ცხიმი ქვეყანაში გაძვირებულია 4.3 პროცენტით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მასზე ფასი 27.3 პროცენტითაა მომატებული.

რაც შეეხება ზეთის საერთაშორისო ფასს, 2021 წლის იანვარში ის 2012 წლის შემდგომ, ის მაქსიმუმზეა. დეკემბერთან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 5.8%-ითაა გაზრდილი. ზრდის მიზეზად, პალმის ზეთის, დაგეგმილზე ნაკლები წარმოება სახელდება. დაბალი წარმოების მიზეზად კი მალაიზიასა და ინდონეზიაში არაკეთილსაიმედო მეტეოროლოგიური პირობები და მიგრანტი მუშახელის ნაკლებობა სახელდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში, მსოფლიოში მცენარეულ ზეთზე ფასებმა 4.7%-ით მოიმატა და 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალ, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

საერთო ჯამში, 2020-ში, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე საერთაშორისო ფასები 19.1%-ით გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system