თავში

საქართველოში ზეთისხილის რთველი დაიწყო - Exclusive

საქართველოში ზეთისხილის რთველი დაიწყო
საქართველოში ზეთისხილის რთველი დაიწყო - Exclusive

ჯანსაღ კვებაზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად იზრდება ზეთისხილის პოპულარობა. საქართველოში ზეთისხილის ბაღები და გადამმუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და სახელმწიფო პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. დღეისათვის, ბაღი 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, სამომავლოდ, ფართობების გაორმაგება კომპანიასთან „კახური ტრადიციული მეურნეობა“ ერთადაა დაგეგმილი. ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონი კომპანიის ძირითადი პროდუქციაა, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ხდება.

ცნობისთვის, ქალაქ მარაკეშში, მიმდინარე წელს გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2020 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და საბჭოს სხდომას თბილისი უმასპინძლებს.

Report.ge შეეცადა გაერკვია, რამდენად კონკურენტულია ქართული ზეთისხილი და ზაეითუნის ზეთი? როგორც "ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ, გვითხრა, წელს ზეთის ხილის ბაღების მოსავლიანობა გაორმაგებულია, შესაბამისად კომპანია ზეითუნის ზეთის წარმოების ზრდას გეგმავს. წელს 100 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებენ, მაშინ როდესაც შარშან ამ მოცულობამ სულ 40 ტონა შეადგინა.

"ზეთისხილის რთველი წინა კვირას დაიწყო, ჯერ მწვანე, შემდეგ ბადრიჯნისფერი და შემდეგ შავი ზეთისხილი დაიკრიფება.100%-ით გაგვეზარდა მოსავალი. ვფიქრობთ 100 ტონა ზეთისხილის გადამუშავებას, აქედან ნაწილი ზეითუნის ზეთი იქნება, 2-ჯერ მეტი პროდუქცია გვექნება წელს ზეთის სახით, ასევე სიახლეები იგეგმება ასორტიმენტის გაფართოების კუთხითაც, გამოვუშვებთ საჭმელ ზეთისხილს როგორც მწვანეს ასევე შავს. გვირჩევნია ბაზარზე შევიტანოთ ცოტა რაოდენობით, მაგრამ მაღალი ხარისხის. თუქული კომპანია ერთ ლიტრ ზეთს დაახლოებით 30 დოლარად ყიდის, ჩვენ კი 10 დოლარად. ჩვენი მიზანია: ამერიკის, ევროპოს, რუსეთის და სხვა ქვეყნების ბაზარზე მოხვედრა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის და პიარის კუთხითაც. ჩვენ ვცდილობთ კარგად შევისწავლოთიმ ქვეყნების ბაზრის, საგადასახადო და სატრანსპორტო სისტემა იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ პროდუქციის ექსპორტს,"-გვითხრა მეწარმემ.

საწარმო ზეთისხილის ზეთს 250, 500, 750 გრამიან მინის ქილებსა და 5,10 და18 ლიტრიან თუნუქის ყუთებში, უმაღლესი სტანდარტებით, ცივი დაწურვის ტექნოლოგიით ასხამს. კომპანია წელს 30 ტონა ზეთისხილის ზეთის წარმოებას გეგმავს, რომელსაც პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის და სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც აპირებს.250 გრამი ზეთისხილის ზეთი 9 ლარი, 500 გრამი 14 ლარი, ხოლო 750 გრამი 18 ლარი ღირს. ქართული ზეთისხილის ზეთს 5 ლიტრიანი თუნუქის ქილებით 100 ლარად, 10 ლიტრიანს 180 ლარად, 18 ლიტრიანს კი 320 ლარად გაყიდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system