თავში

საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევად რჩება

საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევად რჩე
საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევად რჩება

საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მართალია, გამოწვევა არის. უცხოური ინვესტიციები უნდა გავზარდოთ. ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ პანდემიის მიუხედავად მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც არ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს, რადგან ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა.

თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავარწმუნოთ. საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული. კი ბატონო, რომელიმე სხვა ქვეყანაში შეიძლება არ ჩადოს ინვესტორმა ინვესტიცია, მაგრამ ჩვენთან წამოვიდეს. ამას სჭირდება ძალისხმევა და დრო. მართლაც რთულია პანდემიიდან მეორე წელს დაარწმუნო მასშტაბურად ინვესტორი, რომ საქართველოში წამოდი და ჩადე ფული. ბევრი დარგი პრობლემას შეეჯახა... გვიხარია, რომ ადგილობრივი ინვესტორები ენდობიან ეკონომიკას. ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უცხოური ინვესტიციების ჩადებაც გააქტიურდება. ვაპირებთ წელს დადებითი ტენდენცია ვაჩვენოთ სრულიად მსოფლიოს. ეს უკვე აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. თუკი მოვახერხებთ, რომ ორნიშნა ზრდის ტემპით დავასრულებთ ამ წელს, უფრო მეტი მატერიალური სადემონსტრაციო ფაქტი გვექნება, რომ საქართველო მიუხედავად პანდემიისა, სწრაფად აღდგა აგრძელებს რეგიონში ლიდერად ყოფნას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system