თავში

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი, უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთია

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი,
საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი,  უმსხვილესი იმპორტიორი თურქეთია

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი – 296.6 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 284.3 მლნ. აშშ დოლარი და რუსეთი – 266.0 მლნ. აშშ დოლარი.

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 840.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 554.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 440.9 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 970.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 820.6 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 737.5 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system