თავში

სახაზინო ობლიგაციების მეორადი ბაზრის მოცულობა იზრდება

სახაზინო ობლიგაციების მეორადი ბაზრის მოცულობა იზრდება
სახაზინო ობლიგაციების მეორადი ბაზრის მოცულობა იზრდება

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სეგმენტის მეორადი ბაზრის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ლარით დენომინირებულს. რაც შეეხება, სახაზინო ობლიგაციებს, 2018-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი ბაზრის გარიგებების მოცულობა, რაც სებ-ის ღია ბაზრის ოპერაციებს უკავშირდება.

როგორც ქვეყნის მთავარ ბანკში განმარტავენ, მეორადი ბაზრის გარიგებები/მოცულობა ლიკვიდურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების სეგმენტები ერთმანეთისგან განსხვავდება. 

საქართველოში გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის აქტივობა ასე გამოიყურება:

ეროვნული ბანკის განმარტებით, მეორადი ბაზრის მოცულობას გარკვეულწილად სავალო ფასიანი ქაღალდების მფლობელობის სტრუქტურა და მათი საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს. 

საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების დაახლოებით 77% ბანკების მფლობელობაშია, საიდანაც დაახლოებით 85% სამ კომერციულ ბანკშია კონცენტრირებული. 

არარეზიდენტების წილი კი 9%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო სებ-ის წილი დაახლოებით 14%-ია. 

კორპორაციული ობლიგაციების მფლობელობის სტრუქტურა განსხვავდება დენომინირების ვალუტების მიხედვით: ლარით საჯაროდ გამოშვებული ობლიგაციების უდიდეს ნაწილს (88%) ლიკვიდობის მართვის მიზნით კომერციული ბანკები ფლობენ. დოლარით გამოშვებული ობლიგაციების დაახლოებით 80% საცალო ინვესტორების საკუთრებაშია.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ბოლო წლებში სახაზინო ობლიგაციების ბაზრის მოცულობის ზრდისა და რეგულარული გამოშვებების პრაქტიკის დამკვიდრებისთან ერთად, მნიშვნელოვნად დასტაბილურდა მისი შემოსავლიანობის მრუდი. ადგილობრივი ბაზრის ლიკვიდურობის ზრდასა და ინვესტორთა ბაზის გაფართოებასთან ერთად, შემოსავლიანობის მრუდის ფორმირებაში საბაზრო ფაქტორები მეტად მიიღებს მონაწილეობას, რაც, კიდევ უფრო გააუმჯობესებს შემოსავლიანობის მრუდის ბენჩმარკის ფუნქციას.

სახაზინო ფასიანი ქაღალდების სარგებლიანობების დინამიკა ასეთია:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system