თავში

სახელმწიფო აუდიტი პანდემიისას ხარჯვის ეფექტიანობას შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტი პანდემიისას ხარჯვის ეფექტიანობას შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტი პანდემიისას ხარჯვის ეფექტიანობას შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს შეისწავლის. 

უწყება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანობით დაინტერესდა. 

2021 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გეგმავს, განახორციელოს საკარანტინე ზონების მოსაწყობად გაფორმებული ხელშეკრულებების აუდიტი, ასევე პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების აუდიტი.

„პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, შეიქმნა საკარანტინო სივრცეები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ რისკ-ჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია, შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები. ასევე, აუდიტის მიზანია, შეისწავლოს რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებები, ბენეფიციართათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების დროული და სრულყოფილი მიწოდების კუთხით. ამასთან, აუდიტის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ – „აწარმოე საქართველოში“ მიერ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის საკითხები. გარდა ამისა, აუდიტის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ – „აწარმოე საქართველოს“ მიერ, მეწარმეთა საჭიროებების საპასუხოდ განხორციელებული ხელშეწყობის პროგრამები და ღონისძიებები. ასევე, 2020 წლის ფარგლებში აუდიტი დაფარავს პანდემიის ნეგატიური ეფექტების საპასუხო ღონისძიებების კომპონენტს“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის 2021 წლის გეგმაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system