თავში

სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოდის

სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოდის
სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოდის

საქართველოს მთავრობა მეორე წელია აზიის განვითრების ბანკთან ერთად სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციაზე მუშაობს. აქამდე სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმში იყო. მიზეზს ეკონომიკის მინისტრი განმარტავს. ნათია თურნავას თქმით, წინა ხელისუფლების დროს დიდი სესხები აიღეს ისეთი ხაზების და ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არა დატვირთული 20%-ზე მეტად. მისივე განმარტებით, ამ კომპანიის ზარალიც სწორედ ამან გამოიწვია

"ამ დღეებში გამოვა გაკოტრების რეჟიმიდან და ის უნდა გახდეს თვითმყოფადი, ფინანსურად მდგრადი, რომ მომავალში კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების აწევა შეძლოს“, - აცხადებს მინისტრი და დასძენს, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოზე მსგავსი მოლოდინი არ აქვს. მისი განმარტებით, სახელმწიფო კომპანიების უმეტესობის პრივატიზაცია უნდა მოხდეს, ზოგიერთის - ლიკვიდაციაც. მისი თქმით, "ოცნებამ" ათასამდე სახელმწიფო საწარმო ჩაიბარა და ახლა მათი ოდენობა 300-ზე მეტია.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს.  5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, 2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system