თავში

სახელმწიფო ელექტროსისტემა გასხვისებას გადაურჩა

სახელმწიფო ელექტროსისტემა გასხვისებას გადაურჩა
სახელმწიფო ელექტროსისტემა გასხვისებას გადაურჩა

ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა არ გასხვისდება. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში რეფორმა ამ საკითხს მოაგვარებს და ამის შემდეგ დაიწყება იმპორტის შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რადგან დღესდღეობით ქართული ენერგეტიკის ყველაზე დიდი პრობლემა, ენერგეტიკოსის შეფასებით,  სწორედ ამ საკითხის მოგვარებას უკავშირდება.  

,,გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის გასხვისებაზე ფიქრი შეწყვეტილია. ეს მთავრობის მხრიდან დიდი მიღწევაა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ განვითარების საკმაოდ კარგი დოკუმენტი დაიდო. ეს არის ჩვენი ელექტროენერგიის განვითარების ათწლიანი გეგმა (2020-2030 წლები), რაც უდავოდ მისასალმებელია. ყოველ შემთხვევაში, წინასწარ თქმა ძნელია, რა იქნება და როგორ, მაგრამ მთავარია, რომ ენერგეტიკის სფერო გარდაქმნის სწორი იდეოლოგია და გამართული ბაზა გააჩნიათ, რამაც უნდა გაამართლოს. მძიმედ, მაგრამ მაინც მიდის ეს პროცესი. ენერგეტიკულ ბირჟებზეც გარკვეული საქმიანობა დაიწყო. ენერგეტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საბითუმო ბაზარს უკავშირდება. ეს ბევრ რამეს დაარეგულირებს და სახელმწიფოს როლი მაქსიმალურად იქნება შემცირებული. თითოეული მოთამაშე შევა ბაზარზე და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ივაჭრებს. აქამდე მთავრობა ცდილობდა, რომ ხელოვნურად შეექმნა ფასი, რომ ვინმე არ გაკოტრებულიყო ან სხვა მოსაზრებით, რის საფრთხეც დღეს ნაკლებდაა. არსებული ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის ხელფასებიდან გამომდინარე, ძალიან ძვირია, სექტორის განვითარებისთვის იაფი და არასაკმარისია. ყველაფერი ეს ნელ-ნელა დარეგულირდება", - ამბობს არაბიძე.

ენერგეტიკოსის შეფასებით, რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შმცირდეს და ფასიც მეტნაკლებად მისაღები იყოს. როგორც გია არაბიძე ამბობს, წლების განმავლობაში ენერგოდამოკიდებულების შემცირევა ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ  ძალიან ბევრი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლამ გადაიწია, ბევრის მშენებლობა ვერ დასრულდა, რაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას, გარემოებას და მოსახლეობის განწყობას ჰესების მშენებლობის მიმართ. 

მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მეორე წელია აზიის განვითრების ბანკთან ერთად სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციაზე მუშაობს. თურნავას თქმით, წინა ხელისუფლების დროს დიდი სესხები აიღეს ისეთი ხაზების და ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არა დატვირთული 20%-ზე მეტად. მისივე განმარტებით, ამ კომპანიის ზარალიც სწორედ ამან გამოიწვია.

მინისტრის ინფორმაციით, ,,ოცნებამ" ათასამდე სახელმწიფო საწარმო ჩაიბარა და ახლა მათი ოდენობა 300-ზე მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system