თავში

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 22.2 მილიონი ლარის მოგება მიიღო

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 22.2 მილიონი ლარის მოგება მიიღო
სახელმწიფო ელექტროსისტემამ 22.2 მილიონი ლარის მოგება მიიღო

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2020 წელი 22.2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. როგორც კომპანიიდან report.ge-ს აცნობეს, მათი შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ფლობიდან გასულ წელს 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტივები 1.17 მილიარდი ლარია.

ამჟამად სახელმწიფო ელექტროსისტემა საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის შეღავათიანი კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. ესენია:

ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW ),

ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW),

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD),

გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი),

ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი).

2021 წელს კომპნაი საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ააშენებს “ნამახვანი წყალტუბოს” ხაზებს, რომლითაც ელექტროსისტემა ახალ ჰიდროელექტროსადგურს უნდა დაუკავშირდეს. კომპანია გეგმავს "ჯვარი-ხორგას"; „ადიგენი-შუახევის“, „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის“, „ჩრდილოეთის რგოლი-წყალტუბოს“ ხაზების მშენებლობასაც.

2020 წლამდე კომპანია “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო. 2020 წელს ის “ესკოსთან” ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

კომპანიამ 2019 წელი 30 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. მომგებიანი იყო 2018 წელიც , როცა მისი მოგება 47 მლნ ლარს გაუტოლდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემამ რეფორმირების პროცესი ნაწილობრივ გაიარა.  შარშან ის გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა. 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2023 წლამდე ოფიციალურად რეაბილიტაციის პროცესშია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, კომპანიაში ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ერთადერთი ორგანოა, რომელიც აქციონერი, ანუ სახელმწიფო 100 პროცენტიანი წილის მქონე კომპანიებში, მართვას ახორციელებს. იგეგმება ლარში ნომინირებული ბონდების გამოშვებაც.ობლიგაციების განთავსების შედეგად მოზიდული სახსრებით, სსე მოახდენს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებას. ლარში ნომინირებული ობლიგაციების განთავსება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკაზე. პროექტი მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადადის. ხოლო პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო იქნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი 1,5 წლის წინ დაიწყო. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართ უნდობლობაა. "ლელოს" ერთ-ერთი წევრი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ბლეფი. მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ ამას ისევე არ მოყვება შედეგი, როგორც აქამდე მთავრობის გაკეთებულ მსგავს არაერთ განცხადებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system