თავში

სახელმწიფო კომპანიების რეფორმას დაგვიანებულად მიიჩნევენ

სახელმწიფო კომპანიების რეფორმას დაგვიანებულად მიიჩნევენ
სახელმწიფო კომპანიების რეფორმას დაგვიანებულად მიიჩნევენ

მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების რეფორმირება დაიწყო. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯს დაგვიანებულად მიიჩნევენ.

სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო კომპანიების ზარალიანობის მიზეზი თავად სახელმწიფოა. მისი განმარტებით, სახელმწიფო კომპანიის მიერ მიღებული არაეფექტიანი გადაწყვეტილებით მიყენებული ზარალი, მთავრობის მიერ არის დაზღვეული, ამიტომ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას უფრო თამამად იღებს. მისივე მტკიცებით, პოლიტიკური დავალებების შესრულება, ხშირ შემთხვევაში, კომერციულად წაგებიანია;

სახელმწიფო კომპანიების ზარალის მასთტაბი ასეთია:

2012 წელს სახელმწიფო საწარმოები მოგებიანი იყო - ჯამური მოგება შეადგენდა +60 მლნ ლარს, 2013 წლიდან მოგება ზარალმა შეცვალა ჯამური წაგება 41.5 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს ეს რიცხვი 98 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2015 წელს კი მან – 795 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს ზარალი 540 მილიონ ლარამდე შემცირდა, 2017 წელი - 644 მილიონის ზარალით დასრულდა;2018 წელს ჯამურმა ზარალმა - რეკორდულ ნიშნულს - 805.3 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.9%-ის ტოლფასი იყო;2019 წელს - ზარალი შემცირდა და 380 მლნ ლარს მიაღწია;ზარალთან ერთად, გაზრდილია სახელმწიფო კომპანიების საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვალდებულებები. 2012 წელს უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების კრებითი ვალი 4 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2017 წლის მდგომარეობით ეს რიცხვი 6.9 მილიარდს აღემატება.2019 წლის მიხედვით - ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

მარაბდა-კარწახის რკინიგზა - 183 მილიონი ლარი;

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 85 მილიონი ლარი;ენერგოტრანსი - 26 მილიონი ლარი;თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 20 მილიონი ლარი;

ენგურჰესი - 8 მილიონი ლარი;

2020 წელი - მხოლოდ საქართველოს რკინიგზა - 130 მლნ ლარის წაგება;

ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საბჭოს შექმნა გახარიას მთავრობამ დაიწყო და ღარიბაშვილის მთავრობა ასრულებს. კომპლექსური რეფორმისთვის სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება.  მუშავდება სახელმწიფო კომპანიების რეფორმის სტრატეგია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system