თავში

სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპი დაჩქარება

სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპი დაჩქარება
სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპი დაჩქარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტი 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპის დაჩქარებაა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.


"პრივატიზება არის ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი და გზა იმისა, რომ მეტი სახელმწიფო ქონება და აქტივი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს.

წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 60 მლნ ლარი პრივატიზებიდან და ეს გეგმა უკვე პრაქტიკულად შესრულებულია და ჩვენ გადაჭარბებაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გაისად დავაჩქაროთ პრივატიზების ტემპი და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებით, რომელსაც სჭირდება უფრო ყაირათიანი, ეფექტიანი განკარგვა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ", – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, სპეციალისტები ხელისუფლებას საყოველთაო პროვატიზების ხელოვნურად გაჭიანურებასა და ხელშეშლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სახელმწიფო ქონების განკერძოება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმოკლესი გზაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system