თავში

გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას
გიორგი გახარია: სახელმწიფო მხარს უჭერს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას

"საქართველოს მთავრობა სრულად ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი ძირითადი ფუნქციაა, შექმნას შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ საქართველოში საშუალო, მცირე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასაქმება ის გამოწვევაა, რომელზეც საქართველოს მთავრობას შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს.

სახელმწიფო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყანაში დამატებით ინვესტიციებს, როგორც შიდა, ასევე უცხოურ ინვესტიციებს. ასევე, სახელმწიფო უჭერს მხარს ძლიერი ქართული ბიზნესის შექმნას, იმ ბიზნესის, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და რაც მთავარია, უნდა გახდეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ასეთი, უკვე ძლიერი, მყარად ფეხზე მდგომი ბიზნესი გახლავთ ის კომპონენტი, ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური განვითარების, რომელზეც შემდგომ სახელმწიფოს შეეძლება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად სოციალური პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომლისკენაც ჩვენ, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მივდივართ. რა თქმა უნდა, აქ არის დამატებითი კომპონენტი და პირდაპირი სახელმწიფოს ვალდებულებაა ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა, რომელზეც კარგად არის ცნობილი და თითოეულ თქვენგანს მოეხსენება, რომ სახელმწიფო, ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ლარის ინვესტიციას საკმაოდ ეფექტურად ახდენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ეს არის ის დისბალანსი, რომელიც დღეს შრომის ბაზარზე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რასაც დღეს სახელმწიფო განათლების სისტემაში რეფორმირებისთვის აკეთებს, ძირითადად მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე დისბალანსის აღმოფხვრას.

„ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს საშუალო და პროფესიული განათლების სფეროებში, მიზნად ისახავს დისბალანსის აღმოფხვრას შრომის ბაზარზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საკმაოდ იაფი შრომითი ძალა გვაქვს, თუმცა ასევე, უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ ვიწრო სპეციალიზირებულ პროფესიებში, რომლის მოთხოვნაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ პროფესიული განათლების განვითარებაში სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. მისივე თქმით  ეს ის რეფორმაა, რომელიც ერთ, ორ, სამ წელიწადში შესაბამის შედეგებს ვერ მოიტანს. გახარიას თქმით, განათლებაში ცადებული ფული გრძელვადიანი ინვესტიციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system