თავში

სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა

სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა
სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა

ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 32 მილიონი დოლარით, ერთ წელიწადში კი 247 მილიონი დოლარით შემცირდა. 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.355 მილიარდ დოლარს (15.827 მლრდ ლარი) გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 32 მლნ დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 247 მლნ დოლარით ნაკლებია.

კერძოდ, 2019 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.387 მილიარდ დოლარს (15.870 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5.140 მლრდ დოლარს (13.441 მლრდ ლარს) აღემატებოდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 969.781 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 905.371 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.146 მლრდ დოლარს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system