თავში

სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები გაუარესებულია

სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები გაუარესებულია
სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები გაუარესებულია

საქართველოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ მიმოხილვას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს

დოკუმენტში ხაზგასმულია ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული. ეს კი თავის მხრივ საქართველოს საჯარო ფინანსების მდგრადობაზე მზარდ რისკს წარმოადგენს.

ზარალის დიდი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და სხვა. ზარალთან ერთად 67 სახელმწიფო საწარმოს აქტივების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უშუალოდ საწარმოებს, საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონლარიანი ზარალით დაასრულა, რისი მიზეზიც ფონდის შვილობილ საწარმოში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებია. საუბარია რიკინიგზის ზარალზე. 

2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანგარიშის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, ზარალი თითქმის 160 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

“ექვსი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს ფინანსურმა შედეგებმა 2016-2018 წლებში მკვეთრი გაუარესება განიცადა. დაღმავალი ფინანსური შედეგების ფონზე, ამ საწარმოების უკუგებამ აქტივებზე მინუს 4.8% შეადგინა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.8%-ს შეადგენდა,”- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ სინმადვილეში სახელმწიფო საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და მათ რეგულარულად უწევთ მთავრობის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system