თავში

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის. 

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

„კიდევ ერთი თემა, რომელზეც ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, ეს გახლავთ უკვე დაანონსებული და ჩვენ სამთავრობო პროგრამაშიც ჩავდეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განმავლობაში, ეს გახლავთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმების დაწყება. ეს დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია. მიზანია, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კოოპერატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, რაც გამოწვეულა იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია. ჩვენ ამ ნაბიჯს პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით ვიწყებთ. ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებული ამ კომერციული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოათ მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, რომლებმაც შემდგომი წლების განმავლობაში უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუქციონირება“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system