თავში

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 50 მილიონი ლარით იზრდება

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 50 მილიონი ლარით იზრდება
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 50 მილიონი ლარით იზრდება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 50 მილიონი ლარით იზრდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და ის 1.6 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული.

ცალკეული უწყებების მიმართულებით, 2021 წელს ყველაზე მაღალი ბიუჯეტი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება, რომლის ბიუჯეტიც 4.85 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 663.0 მლნ ლარით.

აქედან მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე 3.6 მილიარდი ლარი მიიმართება, ჯანდაცვის პროგრამებზე კი - 1.1 მილიარდ ლარზე მეტი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2.4 მილიარდი ლარი იქნება, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით, აქედან 1.65 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე მიიმართება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.74 მილიარდი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით.

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი, 356 მილიონი ლარი იქნება.

ცნობისთვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.

მომავალ წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system