თავში

სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სექტორში ხელფასი გაიზარდა
სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით 271.9 ლარით დაბალი იყო.

ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად, 892.1 და 1 164 ლარს შეადგენს.

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 8 პროცენტით გაიზარდა და 1 101.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1 910.1 ლარი, წლიური ზრდა 8.5 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1 560.5 ლარი, წლიური ზრდა 5.9 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.

2018 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 4.7 პროცენტით და 1 008.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system