თავში

სახელმწიფო შესყიდვები სისტემურ რეფორმას საჭიროებს

სახელმწიფო შესყიდვები სისტემურ რეფორმას საჭიროებს
სახელმწიფო შესყიდვები სისტემურ რეფორმას საჭიროებს

თბილისის მერიის შემთხვევამ, როცა ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დადანაშაულებული იქნა კანონსაწინააღმდეგო გზით კონკრეტულ მიმწოდებელზე ზემოქმედებაში, წარმოაჩინა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმის აუცილებლობა. ალბათ, ეს ერთეული არააა, რადგან გარემო იძლევა ექსკლუზივების და დისკრიმინაციის შესაძლებლობას - შემდგომი დავები კი უნაყოფოა, რადგან მთელი ინსტიტუცია უკუღმა დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პირველი თავმჯდომარე თემურ ხომერიკი და სისტემური რეფორმისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.

ხომერიკის შეფასებით, შესყიდვების დაგეგმვის, გამოცხადების, განხორციელების, ხელშეკრულებისა და შესრულების ეტაპზე მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებია, რითაც საბოლოოდ ზარალდება როგორც ბიზნესი, ეკონომიკურ სტაბილურობაზეც ნეგატიურად მოქმედებს.

,,რესურსების მობილიზაციასთან ერთად, მათი მართლზომიერი და რაციონალური ხარჯვა ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვები უნდა ხორციელდებოდეს რაციონალურად და მართლზომიერად. კოვიდეკონომიკისას სახსრების მობილიზაციასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ეფექტიანად მართვას და სისტემის მიმართ ნდობას, რაც ბიზნეს აქტივობებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზებია, რაც ქმნის მიკერძოების და სუბიექტივიზმის გარემოს. სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი - საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით განხორციელებული საჯარო შესყიდვების საერთო მოცულობა 3 დან 5 მლრდ ლარია, რაც ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% ს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 60%-მდეა. წლებია, არსებითად არ გაზრდილა შემსყიდველი ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც 3000 შეადგენდა შესყიდვების კანონმდებლობის ამოქმედებისას, 2000 წელს და საღეისოდ დაახლოებით 4500-ია. ამავე პერიოდში 5000 მიმწოდებლიდან მათი რაოდენობა ბუნებრივად გაიზარდა დაახლოებით 4100 მდე ბიუჯეტის ზრდასთან ერთად... ტენდერების რიცხვი 30 000 ფარგლებშია", - განმარტავს თემურ ხომერიკი.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ტენდერები დიდი ეფექტიანობით არ გამოირჩევა, ცალკეული უწყებებისა და თანამდებობების პირების მიერ გაჩნდა მოწოდებები წარსულში დაბრუნებაზე, ცენტრალიზებული სახელმწიფო მომარაგების სისტემის აღსადგენად ერთიანი შესყიდვების ბაზაზე:

,,კონსოლიდირებული ტენდერების ეფექტი არის დაბალი, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე. ჯამური ეკონომიები 10% ფარგლებშია, რაც არც თუ მაღალი მაჩვენებელია, თუ კონკურენციული გარემო ჩამოყალიბდება და არ იქნება მორგებული ცალკეული ჯგუფების ინტერესებზე. სერვისების მიწოდებისას 3-5 კონკურენტი მაინც უნდა ფიქსირდებოდეს, არადა სწორედ აქაა ყველაზე დაბალი რაოდენობა. ხშირად სავარაუდო ღირებულებასა და საკონტრაქტო ფასს შორის მაღალი სხვაობა შესყიდვების არასათანადო დაგეგმვის და ბაზრის შესწავლის ნაკლოვანებებითაა განპირობებული. გაჩნდა წარსულში, სახმომარაგების სისტემისკენ დაბრუნებების მოწოდებები. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეზარდა საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის კონკურსებში კომპეტენციები. ამასთან, გაიზარდა ინტერესთა კონფლიქტებიც და განხორციელდა კოსმეტიკური ცვლილება - სააგენტოს გამოეყო დავების საბჭო და გახდა კვაზიდამოუკიდებელი, რადგან რჩება მთავარი შემსყიდველის, მთავრობის დაქვემდებარებაში, ტექნიკურ და ორგანიზაციულ /ფინანსურად შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოებზე დაყრდნობილი სისტემა, რომლის პერსონალურად კადრებს ირჩევს პრემიერი და აქტიურად ლობირებს შესყიდვების სააგენტო: პირველი ,,დამოუკიდებელი" შემადგენლობა განისაზღვრა 3 იურისტით და 2 ეკონომისტით (დებულებით), თან თურმე აუცილებლად იურისტებიდან ირჩევა თავმჯდომარე და მოადგილე. ამასთან, ამ შემადგელობის ყველა წევრი რაღაც ფორმით ადრე საქმიანობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში", - აცხადებს თემურ ხომერიკი.

ამდენად, მისი შეფასებით, მოქმედი სისტემა საჭიროებს არსებით ცვლილებას და კანონმდებლობა დასახვეწია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი გატანილია კანონიდან კანონქვემდებარე აქტებში, სადაც მეთოდურ- პრაქტიკული საკითხები ჩანაცვლებული იურიდიულ/პროცედურული ნიუანსებით, სააგენტოს ერთსა და იმავე საკითხზე გაცემული განმარტებები ხშირად წინააღმდეგობრივია და მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს, მთელი აქცენტი გადატანილია ვადებისა და მონეტარული ზღვრის დაცვაზე, რომელთა ადექვატურობაც გონივრულ ფარგლებში ვერ ჯდება.

თემურ ხომერიკი მიიჩნევს, რომ მთავარია გადაიჭრას, როგორც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებული, ასევე მის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები... მათ შორისაა კანონის გავრცელების სფეროსთან დაკავშირებული გამონაკლისების გრძელი სია; შესყიდვების სპეცწესები და გამარტივებული წესები; გამოყენებული საშუალებების შერჩევისა და მონეტარული ზღვრების, ასევე ვადების რაციონალობის პრობლემა; დავების საბჭოს დამოუკიდებლობა და ქმედუნარიანობა; შესყიდვის მიმდინარეობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მონაცემების სისრულე.

მართალია, გაიზარდა eProcurement სისტემის შესაძლებლობები, მაგრამ მხოლოდ პროცედურული რეგლამენტირების და ტექნიკური განახლების მიმართულებით, როგორც თემურ ხომერიკი განმარტავს, ბევრ შემთხვევაში შემსყიდველს ეძლევა დისკრეციული უფლება დააწესოს დაუსაბუთებელი მოთხოვნები, ჩაშალოს შესყიდვა და ა.შ. რაც ქმნის დისკრიმინაციისა და კორუფციის ხელშემწყობ გარემოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system