თავში

სახელმწიფო სტარტაპებისთვის ვერ იცლის

სახელმწიფო სტარტაპებისთვის ვერ იცლის
სახელმწიფო სტარტაპებისთვის ვერ იცლის

ეპიდემიურ სიტუაციაში სტარტაპების მიმართ ინტერესი საგრძნობლად შენელდა. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყანა უკვე არსებული ბიზნესის გადარჩენაზე ფიქრობს და სტარტაპების მიმართ ინტერესი თანდათან მცირდება. ჭელიძე ამ ტენდენციას დროებითად მიიჩნევს და ამბობს, რომ ვითარება ეპიდემიის გადავლის შემდეგ შეიცვლება, მაგრამ მანამდე პრიორიტეტი მცირე და საშუალო კომპანიების გადარჩენაა.

,,covid-19-ის გავლენა საქართველოს ბიზნეს გარემოზე საკმაოდ მძიმეა. ეკონომიკაში დიდი შემცირებაა და არსებულ ბიზნესსაც უჭირს, რომელსაც კაპიტალი აქვს, მით უფრო გაუჭირდებათ სტარტაპებს, რომლებიც ახლა ცდილობენ ბაზარზე ფეხის მოკიდებას და პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვფიქრობ, მათ მიმართ ინტერესი მეორე პლანზე გადაიწევს, რადგან ახლა ყველაზე პრიორიტეტული არსებული ბიზნესის გადარჩენაა. სტარტაპებს მთელი ციკლი აქვთ გასავლელი და მიმაჩნია, რომ სჯობს, არსებული გადავარჩინოთ, ვიდრე დამწყები ბიზნესი ვაფინანსოთ. ჩემი აზრით, ახლა ბიზნესის დაწყება შეიძლება გადავადდეს. ეპიდემიის გამო ყველას გაუჭირდა, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა   13%-ით შემცირდა. ბევრ ქვეყანასთან შედარებით, აშკარად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და როგორმე უნდა შევინარჩუნოთ", - ამბობს report.ge-თან მიხეილ ჭელიძე.

როგორც აღმოჩნდა, ეპიდემიამ რისკი შეუქმნა ადრე დაფინანსებულ სტარტაპებსაც, რომლებსაც ახლა გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. საბურავების გადამამუშავებელი ერთადერთი საწარმოს თანადამფუძნებელი გივი ბაზღაძე ამბობს, რომ ეპიდემიის პიკურ პერიოდში საწარმომ დაახლოებით 60 ათასი ლარით იზარალა. ახალგაზრდა სტარტაპერის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე ბიზნესს დიდი პრობლემა ელის.

,,აშშ-ს საელჩო და USAID ტექნიკურად დაგვეხმარა დანადგარების შეძენაში, რომლის ღირებულებას 600 ათასი ლარია, აქედან ჩვენი თანადაფინანსების წილი 100 ათასი იყო. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა ჯერჯერობით არ გვიგრძვნია, ძალიან დიდ გასაჭირში ვართ. ჩვენი თხოვნაა, რომ ამორტიზებული შენობა, რომელიც არის ეკონომიკური სამინისტროს ბალანსზე, გადმოგვცენ საკუთრებაში, რათა შევძლოთ საქმიანობის გაგრძელება. მოლაპარაკებას ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. ახალი დანადგარები ჩამოგვიტანეს, რაც დიდ დენს მოიხმარს, 300-400 კვტ/სთ-ს დღეში, ამიტომ ვითხოვთ ასევე შესაბამისი ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, რაც აგრეთვე ვერ მოგვარდა", - ამბობს გივი ბაზღაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system