თავში

სახელმწიფო ვალი 22 681.7 მილიონი ლარით განისაზღვრება

სახელმწიფო ვალი 22 681.7 მილიონი ლარით განისაზღვრება
სახელმწიფო ვალი 22 681.7 მილიონი ლარით განისაზღვრება

სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის 22 681.7 მილიონი ლარით განისაზღვრება. როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა – 17 711.7 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 4 970.0 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

საპარლამენტო კომიტეტები დოკუმენტის განხილვას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ ხოლო პირველი შემაჯამებელი სხდომა კი 18 ოქტომბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system