თავში

ბიზნესი საწყის კაპიტალს ეძებს, სახელმწიფოს საგარანტიო ფონდი კი აუთვისებელია

სახელმწიფოს საგარანტიო ფონდი კი აუთვისებელია
ბიზნესი საწყის კაპიტალს ეძებს, სახელმწიფოს საგარანტიო ფონდი კი აუთვისებელია

20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით გამოიყო, აუთვისებელია. ამის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გაავრცელა. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ჰკითხა, რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან საგარანტიო ფონდის 20 მლნ ლარი? პასუხად დეპუტატმა მიიღო, რომ 2019 წლის გასული 10 თვის განმავლობაში 20 მლნ ლარიდან არცერთ პროექტზე თეთრიც არ აქვს ათვისებული და გაცემული გარანტიის სახით. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან მოქმედებს, კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი 25 ივლისს მოეწერა ხელი. 

სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სესხის მოცულობა 50 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე უნდა იყოს. ამას გარდა, მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ 20 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. მარტში მიღებული დადგენილებით, სახელმწიფო ითხოვს, რომ ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოების დაწყება მოხდეს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში, ხოლო არსებული საწარმოსთვის განსაზღვრულია 12 თვე.

პროგრამა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • წარმოება და გადამუშავება;
  • სასტუმრო ინდუსტრია;
  • ელექტროენერგიის წარმოება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • ტრენინგ ცენტრები;
  • სერვისების ექსპორტი;
  • მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიები.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system