თავში

სახელმწიფოს შიდა ვალი 610,775 მლნ ლარია

სახელმწიფოს შიდა ვალი 610,775 მლნ ლარია
სახელმწიფოს შიდა ვალი 610,775 მლნ ლარია

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ჯამში 610,775 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო. მთავრობა შიდა ვალს ორი საშუალებით იღებს - სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით.

2021 წელს ხელისუფლებამ სახაზინო ობლიგაციების სახით 445,775 მლნ ლარის სესხი აიღო, ხოლო სახაზინო ვალდებულებების სახით 165 მლნ ლარი.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი $8 მილიარდ დოლარს, ანუ 27.6 მილიარდ ლარს შეადგენს. გამოდის, რომ მთლიანობაში საქართველოს შიდა და საგარეო ვალის მოცულობა 33.49 მილიარდი ლარია. ამჟამად სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება და 2021 წლის მოსალოდნელი მშპ-ის, ანუ 53.4 მილიარდი ლარის 62.7%-ს შეადგენს. საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში მთავრობამ 35 000 000 ლარის შიდავალი აიღო. 2021 წლის მარტში ჩატარდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების ოთხი აუქციონი, რომელზეც 87.6 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა. ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება.

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობდა.

ცნობისთვის, შიდავალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება. სპეციალისტები შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ იმ პირობით, თუ ქვეყანა აღებული სესხის უკუგებას ახერხებს. თუ უკუგება არ ხდება, ფინანსისტები მაბობენ, რომ ასეთი ვალი ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system