თავში

სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 244 956მა პირმა მიიღო

სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 244 956–მა პირმა მიიღო
სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 244 956მა პირმა მიიღო

ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ბოლო მონაცემებით სულ დარეგისტრირებულია კომპენსაციის მიმღები  188 363 თვითდასაქმებული პირი და მათგან 115 719-მა პირმა  300 ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო, რაც სახელმწიფოს ჯამში 34 715 700 ლარი დაუჯდა.

200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა პანდემიისას უმუშევრად დარჩენილ 129 237 დასაქმებულს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 847 400 ლარს. 

სულ დარეგისტრირებულია 12 482 პირი, რომელიც თვითდასაქმებული იყვნენ ვაჭრობის სფეროში, აქედან ბაზრობის მოვაჭრე იყო 9 730 პირი, ხოლო 2 752 სხვა ტიპის მოვაჭრე. ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია გადაერიცხა 6 904 ბაზრობის მოვაჭრე პირს, ხოლო სხვა ტიპის მოვაჭრეს – 1 727 პირს.

რაც შეეხება მძღოლებს, სულ დარეგისტრირდა 15 904 პირი, მათ შორის 10 660 ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი იყო. აქედან კომპენსაცია დაერიცხა 13 192 პირს, მათ შორის 9 632 ტაქსის მძღოლს 300 ლარის ოდენობით. 

29 ივნისიდან, დაწყებულია ჯანდაცვის სარეგისტრაციო პორტალზე – compensation.moh.gov.ge საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი. ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ (რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით), სახელმწიფოსგან დახმარებას ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრირებისას აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 15 ივლისს სრულდება.

სარეგისტრაციო პორტალის ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალშია ასევე: ძიძა/მომვლელი; რეპეტიტორი/პედაგოგი; დამხმარე პერსონალი: რესტორნის დამხმარე, სასტუმროს დამხმარე, მცხობელი; სილამაზის სალონი პერსონალი, ტუროპერატორი/გიდი; მუშა; ხელოსანი; მშენებლობის სპეციალისტი და სხვა.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვეის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარა.

300-ლარიანი დახმარება შესთავაზა ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებს.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან უბრუნებს.

კომპანიები, რომელმაცც შეინარჩუნესენ სამუშაო ადგილები, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრული სუბსიდირება მიიღო საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლებამ ჯამში 3 მილიარდ ნახევარი დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system