თავში

სახელმწიფომ ნახევარი მილიარდით 132-ზე მეტი სასტუმრო დააფინანსა

სახელმწიფომ ნახევარი მილიარდით 132-ზე მეტი სასტუმრო დააფინანსა
სახელმწიფომ ნახევარი მილიარდით 132-ზე მეტი სასტუმრო დააფინანსა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სასტუმრო „სვიანა“ ოფიციალურად გაიხსნა.

18-ნომრიან სასტუმროში, რომელიც კახეთში, სოფელ ლეჩურში მდებარეობს, ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 23 ადამიანი. სასტუმრო „სვიანა“-ს დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

“დღეს სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და დასძინა, რომ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმროს დავუჭირეთ მხარი. პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო აღნიშნული პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system