თავში

სახმელეთო საზღვრების გახსნა ზაფხულისთვის განიხილება

სახმელეთო საზღვრების გახსნა ზაფხულისთვის განიხილება
სახმელეთო საზღვრების გახსნა ზაფხულისთვის განიხილება

სახმელეთო საზღვრების გახსნა ზაფხულისთვის განიხილება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა შეზღუდვების შემსუბუქების მესამე ეტაპზე იგეგმება.

„ჩვენ დავიწყეთ შემსუბუქება ყველაზე უფრო სენსიტიური თემით, რომელიც არა მარტო ტურისტებს, არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ეხებოდა და ეს არის ღამის საათების შეზღუდვის შემოკლება, რაც გუნება-განწყობილებაზეც კარგად იმოქმედებს, ბიზნესზეც და ტურიზმზეც იმოქმედებს დადებითად. მეორე შემსუბუქება არის კაფე-რესტორნების ღია სივრცეების მუშაობის დაწყება შაბათ-კვირას. და მესამე ეტაპი იქნება მსჯელობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რადგან ეს იქნება მართლაც რეალური გარღვევა ტურიზმის აღდგენაში. ზაფხულის განმავლობაში ბევრი ტურისტი სწორედ სახმელეთო საზღვრით გვსტუმრობს. დღეს კონკრეტული ვადის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზაფხულის პერიოდისთვის“,- განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system