თავში

კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხს ბიზნმესომბუდსმენი შეისწავლის

საკითხს ბიზნმესომბუდსმენი შეისწავლის
კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხს ბიზნმესომბუდსმენი შეისწავლის

კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ.

ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელის, დავით მიქელაძის, თქმით, ბიზნესომბუდსმენმა საკითხში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვა .

დავით მიქელაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების შესახებ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს და მანამდე არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ცვლილებები უკვე შეეხო კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას.

კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.

ღია წერილის ხელისმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა.

ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system