თავში

საქმიან ეზოებში ვიდეოკონტროლი დაიწყება

საქმიან ეზოებში ვიდეოკონტროლი დაიწყება
საქმიან ეზოებში ვიდეოკონტროლი დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „საქმიანი ეზოები“ ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლის და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას.

უწყებაში აცხადებენ, რომ „საქმიანი ეზოები“ უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში. 

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე.

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system