თავში

საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება
საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

"საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ 19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ 19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

ბიზნესვიზიტორებისთვის სავალდებულო ფასიანი  covid-კვლევების შესახებ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტმაც ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქმიანი ტურიზმი ტურიზმის ერთ–ერთი ღირებული მიმართულებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველგან ყველაზე მაღალი ხარჯვითი უნარის მქონე ვიზიტორებს იზიდავს. ის როგორც წესი, თან ახლავს საერთაშორისო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ფორუმებს, ასოციაციების შეხვედრებს ტრეინინგებს.

ცნობისთვის, ტრეინინგებისა და კონფერენციების ჩატარება უკვე ნებადართულია. ღონისძიებები ჩატარდება წესების დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად. პროტოკოლი კი ასეთია: ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება, სადაც დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება, პირბადის ტარება სავალადებულო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system