თავში

ივანე მაჭავარიანი: "საქნახშირის" საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა

"საქნახშირის" საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა
ივანე მაჭავარიანი: საქნახშირის საკითხი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა

საქართველოს ფინანსტა მინისტრს მიაჩნია, რომ ტყიბული ქვანახშირის მოპოვების სფეროში  ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით ჯერ კიდევ საინტერესოა. ამის შესახებ მინისტრმა დღეს მედიას უთხრა. ივანე მაწავარიანის თქმით, სახელმწიფო ფასილიტატორის ფუქციის აღებაზე ფიქრობს. მისი თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ამბავს ჩამოუტანს მთავრობას ტყიბულიდან ნათია თურნავა.მისივე თქმით, "საქნახშირის" საკითხი ეკონომიკის სამინისტრო პრეროგატივა უფროა.

„შეიძლება, ჩვენ ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ, მეტი კომფორტი შევუქმნათ პოტენციურ ინვესტორს, ვინც ამას აიღებს, უსაფრთხოების ნორმებს და სტანდარტებს დანერგვას და შესაბამისად, საწარმოს გახდის მომგებიანს. არის ამის რესურსი. ეს რესურსი არ არის გადაწურული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ და მგონია, რომ ამ გზით განვითარდება სცენარი. ვნახოთ ქალბატონი მინისტრი რა ამბავს ჩამოიტანს. გულახდილად გეუბნებით, დეტალებს არ ვფლობ. ეს სრულად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ვფიქრობ, ისინი გააკეთებენ კომენტარს. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ არის დაინტერესება სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებიდან. ეს უკვე არის კარგი სიმპტომი, კარგი ნიშანია, დაველოდოთ მოვლენებს. აქედან იქნება ჯანსაღი, ჯანმრთელი, ეკონომიკურად გამართული გამოსავალი“, – განაცხადა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია, რაც ტყიბულში ხდება და ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები, შექმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.

ტყიბულელი მეშახტეები საპორტესო აქციებს 24 სექტმბრიდან მართავენ და სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. როგორც „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, თქვა ტყიბულელი მეშახტეებისთვის ხელფასის გაცემა, სავარაუდოდ, პარასკევიდან იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system