თავში

საკონტეინერო გადაზიდვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საკონტეინერო გადაზიდვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
საკონტეინერო გადაზიდვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები მნიშვნელოვნად გაზრდილია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ფინანსური დირექტორი ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების სტატისტიკას აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, ფოთის პორტმა აგვისტოში 48,802 TEU გადაამუშავა, რაც 2018 წელთან შედარებით +60.3%-ით მეტია და ეს ფოთის პორტის ისტორიული მაქსიმუმია.

აგვისტოში ზრდა აქვს ბათუმის პორტსაც. ესაა +29.2%. მათ 10,230 TEU გადაამუშავეს, რაც ასევე ბათუმის პორტის ისტორიული მაქსიმუმია.

„აგვისტოში ჯამში ორივე პორტმა 59,032 TEU გადაამუშავა, ზრდა +53.9%.

ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია...

2019 წლის 8 თვეში ორივე პორტმა 399,791 TEU გადაამუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებთ +37.3% ზრდა დაფიქსირდა.

ესეც ისტორიული მაქსიმუმია.

აქამდე 8 თვის რეკორდი 308,210 TEU იყო (2014 წელს).

თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ...

ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს“, - წერს გიორგი ჩუგოშვილი Facebook-ისგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system