თავში

საკრედიტო რეესტრის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო

​საკრედიტო რეესტრის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო
საკრედიტო რეესტრის შექმნაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო

საკრედიტო რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით საბანკო სექტორმა ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, სექტორისტვის ამ ეტაპზე გამოწვევაა ის, რომ  საკრედიტო რეესტრისთვის მათ შესაძლოა მოუხდეთ ისეთი ტიპის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დღესდღეობით პროგრამულად აღრიცხულიც არ არის.

„ მნიშვნელოვანი იქნება რომ მეტ ვადაში მოხდეს აღნიშნულ საკრედიტო რეესტრის ამოქმედების პროცესი,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძენა, რომ ეროვნული ბანკი მზადაა, საბანკო სექტორის შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის შექმნაზე მუშაობს. საკრედიტო რეესტრისთვის დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება კომერციულ ბანკებს ექნებათ, თუმცა მოთხოვნა ეტაპობრივად ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენელზეც გავრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system