თავში

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 174 ბენეფიციარი სარგებლობს

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 174 ბენეფიციარი სარგებლობს
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 174 ბენეფიციარი სარგებლობს

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით, რომელიც 2020 წლის ზაფხულში ამოქმედდა, უკვე 174 ბენეფიციარი სარგებლობს. 

ამის შესახებ სააგენტო "აწამოე საქართველოდან" აცნობეს. 

პროგრამა გულისხმობს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.

"თუ გინდა ბიზნესის დაწყება ან განვითარება და ამისთვის არ გაქვს საკმარისი უზრუნველყოფა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი შენთვის არის!" - აცხადებენ სააგენტოში. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, ინფორმაციით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის. მინისტრის თქმით, 2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი. 

ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზა1 420 მლნ ლარით ფინანსდება. აქედან საკრედიტო-საგარანტიო ფონდი 50,0 მლნ ლარით განისაზღვრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system