თავში

საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების უახლეს სტანდარტს ნერგავს

საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების უახლეს სტანდარტს ნერგავს
საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების უახლეს სტანდარტს ნერგავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twining-ის პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში, საერთაშორისო ექსპერტთა მისიასთან რამდენიმედღიანი შეხვედრა გამართა.

მისიის ფარგლებში საქსტატის თანამშრომლებმა ჩეხ ექსპერტებთან ერთად განიხილეს დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდები და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ფარული ეკონომიკის შესაფასებლად შრომითი რესურსების გამოყენება, განსხვავებული წყაროებიდან მიღებული შედეგების შედარება და სხვა.Twining-ს პროექტის ფარგლებში დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კომპონენტი 2021 წელს დასრულდება, რის შედეგადაც საქსტატი ეროვნულ ანგარიშებში დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების უახლეს სტანდარტებს დანერგავს.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system