თავში

საქსტატი სათამაშო ბიზნესის ხარჯისა და მოგების აღრიცხვას იწყებს

საქსტატი სათამაშო ბიზნესის ხარჯისა და მოგების აღრიცხვას იწყებს
საქსტატი სათამაშო ბიზნესის ხარჯისა და მოგების აღრიცხვას იწყებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული ტრანზაქციების აღრიცხვის გააუმჯობესებას გეგმავს.

ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „ტექნიკური დახმარების“ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სათამაშო ბიზნესი მკვეთრად გაიზარდა. მისი ბრუნვა ყოველწლიურად 7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ასევე გაზრდილია არარეზიდენტების (უცხოელი მოთამაშეების) აქტივობის წილიც. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგადასახდელო ბალანსის უკეთესი აღრიცხვისთვის აუცილებელია იმ თანხების შესახებ არსებობდეს ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს არარეზიდენტები ქვეყნის აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ხარჯავენ ან იგებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შეთანხმება გააფორმეს, რის მიხედვითაც, არარეზიდენტი პირების მიერ დადებული ფსონებისა და მათ მიერ მოგებული თანხის რაოდენობის შესაფასებლად „საქსტატი“ სპეციალურ კითხვებს მოამზადებს. ამის გარდა, მოლაპარაკებები რამდენიმე უმსხვილესი კაზინოს ადმინისტრაციასთანაც შედგა და შეთანხმება დაიდო, რომ კაზინოები ბიზნესს უცხოელების მიერ საქართველოში დახარჯული და მოგებული თანხების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ეს ვალდებულება კი 2020 წლიდან ექნებათ.

„საქსტატში“ აცხადებენ, რომ სპეციალურ კითხვარზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საგადასახდელო ბალანსის აღრიცხვის გაუმჯობესებას ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system