თავში

საქსტატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - გიგლა მიქაუტაძე

საქსტატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - გიგლა მიქაუტაძე
საქსტატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - გიგლა მიქაუტაძე

"ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ინფლაციასთან დაკავშირებით. 

მიქაუტაძის განცხადებით ფასების საყოველთაო მატების ფონზე საქსტატი ამტკიცებს რომ 2020 წელს წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2.4% შეადგინა. ამას კი, ასაბუთებს იმით, რომ შემცირდა კომუნალური გადასახადები, რადგან მთავრობამ მათი სუბსიდირება მოახდინა.

მიქაუტაძის თქმით საქსტატის აღნიშნული მონაცემი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

"საქმე იმაშია, რომ სუბსიდირება, ჯერ ერთი, შეეხო მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს და ისიცარა მთელი წლის მანძილზე. ამასთან, ის, რომ კომუნალური გადასახადები ერთჯერადადდაიფარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ ნიშნავს, რომ მათი რეალური საბაზრო ფასი შემცირებულია. მოვუწოდებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სასწრაფოდ გამოაქვეყნოს ინფლაციის მონაცემები სუბსიდირებული კომუნალური გადასახადების გარეშე და აჩვენოს ფასების რეალური დონე ქვეყანაში, " - გიგლა მიქაუტაძე.

საქსტატს უნდობლობას უცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც.

ცნობისთვის, დღეს საქსტატმა წლიური და თვიური ინფლაციის მაჩვენებელი გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

რა გაძვირდა და გაიაფდა დეკემბერში გაიგეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system