თავში

სალონებისთვის ახალი წესები დამტკიცებულია

სალონებისთვის ახალი წესები დამტკიცებულია
სალონებისთვის ახალი წესები დამტკიცებულია

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი, თამარ შარაშენიძე აცხადებს, რომ სალონებისთვის ახალი რეგულაციების დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.

შედარებით დიდ სალონებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

პატარა სალონებს კლიენტების იზოლაციისთვის შირმების დადგმა შეეძლებათ. აუცილებელი მოთხოვნა კი ამ შირმების რეგულარული დეზინფექცია იქნება.

5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მიღება იქნება ნებადართული ერთ დარბაზში

რაც შეეხება დისტანციურ თერმომეტრებს, თამარ შარაშენიძის ინფორმაციით, სალონებში, სადაც 20-ზე ნაკლები თანამშრომელია, მათ თერმოსკრინინგის ვალდებულება აღარ ექნებათ.

კლიენტების მიღებას სილამაზის სალონები ელექტრონული რიგით შეძლებენ.

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძის ინფორმაციით, სალონებში რიგები უკვე შევსებულია, რადგან ხალხი წინასწარაა ჩაწერილი.

მისი თქმით, სალონებს აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოცდის რეჟიმში იქვე მიიღონ კლიენტები, ამიტომ მომხმარებლებმა რიგი წინასწარ უნდა დაჯავშნონ.

სალონების ფედერაციისთვის, ახალი რეგულაციები მისაღებია, რადგან სექტორის შენიშვნები გათვალისწინებულია.

შეგახსენებთ, გუშინ ბიზნესომბუდსმენი სილამაზის სალონების წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, როგორც ყველა ბიზნესოპერატორს, ისე სილამაზის სალონებს საბანკო სესხების გადაუვადდათ, შეუმცირდათ საშემოსვლო გადასახადი. 

"750 ლარის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან გვაქვს დასაქმებულის სრულად გათავისულება და ანალოგიური პროპორცია მოქმედებს 1500 ლარის ფარგლებში. ეს ეხება ბიზნესის ყველა მიმართულებას და იმ შემთხვევაში, თუ ამ სტანდარტს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს კონკრეტული ბიზნესი, თავისთავად ცხადია, მას საშუალება ექნება ისარგებლოს ამ შეღავათით,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები 18 მაისიდან განაახლებს მუშაობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system