თავში

სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს 2 მოთხოვნა აქვთ

სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს 2 მოთხოვნა აქვთ
სალონებსა და ესთეტიკის ცენტრებს 2 მოთხოვნა აქვთ

საქართველოს სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის, თამარ შარაშენიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, ეს სფერო გახსნილია, ეკონომიკის ჩაკეტვამ და რეგულაციებმა ისინიც დააზარალა. შესაბამისად, სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია ერთ-ერთი ხელმომწერია 13 ასოციაციის კრიზისის დაძლევის დარგთაშორისი 6-პუნქტიანი ინიციატივისა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. 

ესთეტიკის სფეროს 2 ძირითადი პრობლემა და მოთხონა აქვს: გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოხდეს გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახედვა.

"იმედი გვაქვს, რომ საზ.ტრანსპორტი მალე აღდგება. ეს ასევე ეხება კომუნალურებზე გაზრდილ ტარიფებს, რამაც სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს ხარჯები ძალიან გაუზარდა. ბევრი სალონი დაიკეტა, რაც რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: ეს არის გაზრდილი კომუნალური ტარიფები, შემცირებული სამუშაო ადგილები, პანდემიის გამო ნაწილი ავადაა, ნაწილი - იზოლაციაშია. არაფერი არ ხდება - რესტორნები დაკეტილია, ღონისძიებები არ ტარდება. ჩვენი სფეროს მომართვიანობა მრავალფაქტორულია და ამ ფაქტორებმა გამოიწვია მომხმარებლის შემცირება“, - აცხადებს თამარ შარაშენიძე და სექტორის ზარალის მიმოხილავისას ამატებს, რომ ბინაზე მომსახურების გააქტიურებით ბიზნესში შავი ხვრელი გაჩნდა, რის გამოც კეთილსინდისიერი და ბიუჯეტყში ფულის გადამხდელი კატეგორია ზარალობს.

"ბოლო დროს სალონებში მომართვიანობა ბინაზე გაზრდილმა მოთხოვნამაც შეამცირა, რაც ასეთმა უკონტროლო დაკეტვებმა განაპირობა. ბინაზე მომსახურების გააქტიურებით ბიზნესში შავი ხვრელი გაჩნდა. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბიზნეს გაზრდილი აქვს ხარჯი, ხოლო შემოსავალი შემცირებული აქვს ასეთი უმუშევრობის ფონზე, ბინებზე მომსახურებებმა კიდევ უფრო მეტად შეგვიმცირა შემოსავალი“, - აღნიშნა ფედერაციის ხელმძღვანელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system