თავში

სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით 5.4 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით 5.4 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს
სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით 5.4 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოს 160 სამაცივრეში 76.8 ათასი ტონა პროდუქცია განთვსდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 9.3 ათასი ტონა პროდუქცია. 

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, 5.4 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 62.7 მლნ. ლარის ღირებულების (16.2 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.7 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ - 34.8 პროცენტი. 

სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 64.5 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (42.2 პროცენტი), თევზეული (27.8 პროცენტი) და პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (22.8 პროცენტი) წარმოადგენდა. 

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 67.2 პროცენტს, აგვისტოში - 63.2 პროცენტს, ხოლო სექტემბერში - 52.3 პროცენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system