თავში

სამედიცინო ბიზნესინდუსტრიამ ხელოვნური სისხლი შექმნა

სამედიცინო ბიზნესინდუსტრიამ ხელოვნური სისხლი შექმნა
სამედიცინო ბიზნესინდუსტრიამ ხელოვნური სისხლი შექმნა

იაპონურ სამედიცინო კოლეჯში შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელიც ნებისმიერი პაციენტის სისხლთან თავსებადია. გამოგონება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს შემთხვევებში, როცა სისხლის დონორის პოვნა ვერ ხერხდება. სამედიცინო ჟურნალ Transfusion-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ტიპის ხელოვნური სისხლით შესაძლებელი იქნება ისეთი პაციენტების პირველადი და სწრაფი დახმარება, რომელთა სისხლის ჯგუფი, დახმარების საჭიროების მომენტისთვის, დადგენილი არ არის.

ხელოვნური სისხლი შეიცავს თრომბოციტებსა და ერითროციტებს და მისი უსაფრთხოდ შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ხელოვნური სისხლის თრომბოციტები, ისევე, როგორც ნამდვილ სისხლში, უზრუნველყოფენ სისხლის შედედებასა და გათხელებას, ერითროციტები კი უზრუნველყოფენ ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას. ამ ეტაპზე, ხელოვნური სისხლი კურდღლებზე გამოსცადეს და მან ეფექტურად იმუშავა.

„რთული იქნებოდა საკმარისი რაოდენობის ხელოვნური სისხლის წარმოება და მისი მიწოდება სხვადასხვა ქვეყანაში. უფრო ვფიქრობთ, რომ ხელოვნური სისხლის გამოყენება შეგვიძლია ისეთი ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც მისი გამოყენების გარეშე ვერ გადავარჩენთ“, – ამბობს მანაბუ კინოშიტა, იაპონიის National Defense Medical College-ის ასოცირებული პროფესორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system