თავში

ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდა
ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდა

2019 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა. 

პროექტების ოდენობამ 1061 შეადგინა.

როგორც report.ge-ს სამაგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system