თავში

სამეგრელოში ღამის რთველის ტრადიცია აღდგა

სამეგრელოში ღამის რთველის ტრადიცია აღდგა

სტუდენტმა ნიკამ ფარცვანიამ ჩაუყარა საფუძველი სამეგრელოში ძირძველი ქართული ტრადიციის ღამის რთველის აღდგენას. 27 ოქტომბერს ნიკას ვენახში რთველი ოჯალეშის ვენახში დაიწყო შებინდებისას და გვიან ღამემდე მიმდინარეობდა მეგრული ფოლკლორული სიმღერების ფონზე.

ღონისძიებაში მასპინძლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები სხვადასხვა რაიონებიდან და მათ შორის, დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები. 

პარალელურად თარგამეულის მარანში მიმდინარეობდა ყურძნის დაწნეხვა, რომლისგან დამზადებულ ოჯალეშის ღვინო საზღვარგარეთის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია.

ნიკა სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე "მევენახეობაზე". აქ მიღებული ცოდნა ეხმარება არამარტო ვენახის მოვლასა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში, არამედ ბიზნესის სწორად მართვაშიც.

ის ფლობს საკუთარი შრომით შექმნილ ბიოვენახს, საოჯახო მარანს და აქტიურად არის ჩართული ბიოღვინის წარმოებაში. ნიკა ძირითადათ აწარმოებს ადგილობრივი ენდემური ჯიშს ოჯალეშს და გეგმავს სხვადასხვა ჯიშების აღდგენასა და აღორძინებას.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system