თავში

სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ზუგდიდში მდებარე საწარმოში, სადაც 2, 000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში თხილის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაცემულია 24,5 მლნ ლარის ღირებულების 150 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი, 6,5 მლნ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system