თავში

სამეწარმეო ბიზნესის ნაწილი გამოწვევებს გაუმკლავდა

სამეწარმეო ბიზნესის ნაწილი გამოწვევებს გაუმკლავდა
სამეწარმეო ბიზნესის ნაწილი გამოწვევებს გაუმკლავდა

coviid-19-ის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა მეწარმეების ნაწილმა შეძლო. მეწარმე პაატა რაჭველიშვილი, რომელიც გარდაბანში ხის საამქროს ფლობს, ამბობს, რომ ეპიდემიური სიტუაციის გამო შექმნილ კრიზისს თავი დააღწია. მთავარი ფაქტორი, რამაც წარმოების ზრდა განაპირობა, მისი თქმით, სტრატეგიის შეცვლა აღმოჩნდა, კერძოდ, ონლაინ გაყიდვების გააქტიურება, რამაც თავის დროზე საამქრო გაკოტრებისგან გადაარჩინა. როგორც report.ge-თან პაატა რაჭველიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკაში შეზღუდვის მოხსნამ ბიზნესზე დადებითად იმოქმედა და წარმოების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

,,მთელი ძალები წარმოებისკენ გადავისროლეთ, ახალ ნიშნულებზე გავედით, ამიტომ გაცილებით უკეთესი შედეგი დავდეთ. წარმოება გაიზარდა არა მხოლოდ წლის პირველ კვარტალტან შეადრებით, არამედ წინა წლის მაჩვენებლებიც გავაუმჯობესეთ. ეკონომიკაში შეზღუდვის მოხსნა ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა. მაისიდან ჩვენ დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები, ამანაც იმოქმედა, სეგმენტი ათვისებული არ გვქონდა და ეს მოხერხდა. მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, მეტი ობიექტის მოყვანა შეგვიძლია სრულყოფაში. შესაბამისად, მოთხოვნამაც მოიმატა. იმ ხალხმა, ვინ აპირებდა ზაფხულში დასვენებას საზღვარგარეთ, აქცენტი ბინის კეთილმოწყყობაზე გადაიტანა. ჩვენ შიდა ინტერიერზე ვზრუნავთ, ვამზადებთ კარებებს და ხის მასალებს, რაზეც მოთხოვნა შინამეურნეების მხრიდან აშკარად გაზრდილია. ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანეთ და წარმოება სრულად დავტვირთეთ.  40-მდე ადგილობრივი დავასაქმეთ, ამ ეტაპზე ხელოსნების ახალ ჯგუფს ვაკომპლექტებთ,  სპეციალისტების დეფიციტია, ამიტომ ზოგი გადამზადებას საჭიროებს, დასაქმებულებს ამ მხრივაც ვეხმარებით", - ამბობს მეწარმე. 

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხის საამქრო ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ერთ-ერთი წარმატებული წარმოებაა, რომელიც ეპიდემიის გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ჯერ კიდევ აპრილში პაატა რაჭველიშვილი report.ge-თან ამბობდა, რომ ძალიან გაუჭირდა და არის საფრთხე, ბიზნესი გაჩერდეს, რადგან მოთხოვნა მინიმუმამდე დაეცა.

როგორც ჩანს, მან პრობლემის დაძლევა და წარმოების არა მხოლოდ შენარჩუნება, ზრდაც მოახერხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system