თავში

სამგორში ელექტროპანდუსების მოსაწყობად 177 660 ლარი გამოიყო

სამგორში ელექტროპანდუსების მოსაწყობად 177 660 ლარი გამოიყო
სამგორში ელექტროპანდუსების მოსაწყობად 177 660 ლარი გამოიყო

სამგორში ელექტროპანდუსების განხორციელებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ნეოტეკი“ ახორციელებს.

ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს. 

პროექტი ითვალისწინებს ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, სპეციალური დახრილკუთხოვანი გადაადგილებადი პლატფორმის მოწყობას. 

სამგორის რაიონში ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა. ელექტროპანდუსების მოწყობა დასრულდა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის N24 და N26 კორპუსებში, ასევე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის N319კ კორპუსში.

ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system