თავში

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაუსაბუთებელი დანამატი გასცა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაუსაბუთებელი დანამატი გასცა
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაუსაბუთებელი დანამატი გასცა

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით,  2018-2019 წლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანებით თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა 526,038 ლარი შეადგინა, თუმცა უწყებამ დოკუმენტურად ვერ დაასაბუთა დანამატის გაცემის საფუძველი.

აუდიტის სამსახური მიუთითებს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებებზეც. კერძოდ, 2018-2019 წლებში ბიუროს ადმინისტრაცია არ აწარმოებდა სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელს. შედეგად, არ ხდებოდა თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა.

“დანამატის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც, ისევე როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის გაიცა დანამატი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულ დანამატს დაასაბუთებდა”, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system